გადახდა მიღებისას
გადაიხადე კურიერთან. შესაძენად წინასწარი გადახდა საჭირო არ არის.
ELVIX · მომხმარებელზე ზრუნვით
როგორ მოგაწვდით შეკვეთას, როგორ მუშაობს დაბრუნება და რისთვის გამოიყენება შენი მონაცემები. ყველაფერი ერთ სივრცეში.
მიწოდებაპროდუქტის არჩევიდან შეკვეთის მიღებამდე.
გადაიხადე კურიერთან. შესაძენად წინასწარი გადახდა საჭირო არ არის.
შეკვეთის დადასტურებამდე ხედავ პროდუქტების ფასს, ფასდაკლებას და მიწოდებას.
შეუკვეთე სტუმრის სტატუსით. ანგარიშის შექმნა შენი არჩევანია.
შეცვალე რაოდენობა, წაშალე პროდუქტი და შეადარე ვარიანტები შეკვეთამდე.
ანგარიშში შესვლის შემდეგ გაფორმებული შეკვეთების ეტაპები Elvix Panel-იდან ავტომატურად ახლდება: მიღებულია, შეფუთულია, გზაშია, ჩაბარებულია. ეს არის შეკვეთის სტატუსი და არა კურიერის მდებარეობა.
საქართველოს მასშტაბით. ღირებულება ითვლება კალათაში არსებული პროდუქტების ჯამით.
თუ პროდუქტების ჯამი 50 ₾-ზე ნაკლებია
თუ პროდუქტების ჯამი 50 ₾-ზე ნაკლებია
თბილისში საორიენტაციო ვადაა 1–2 დღე. შენი ქალაქის ვადა და მიწოდების ხელმისაწვდომობა ზუსტდება შეკვეთის დადასტურებისას. კონკრეტულ საათზე მიწოდება გარანტირებული არ არის.
მიუთითე სახელი, ტელეფონი, ქალაქი და ზუსტი მისამართი. დეტალების დასაზუსტებლად დაგიკავშირდება ოპერატორი ან კურიერი.
ოპერატორს უთხარი შეკვეთის ნომერი. შემდგომი ნაბიჯები და ვადა შენთან შეთანხმდება. მიწოდების შეუძლებლობისას უნდა შეგატყობინონ.
საქართველოში დისტანციურ შესყიდვებზე მოქმედებს მომხმარებლის უფლებების დაცვის წესები.
პროდუქტის მიღების შემდეგ დისტანციურ შესყიდვაზე უარის შესატყობინებლად, მიზეზის დასახელების გარეშე. არსებობს კანონით დადგენილი გამონაკლისები.
მიმართე ოპერატორს, რომელმაც შეკვეთა დაგიდასტურა. მიუთითე შეკვეთის ნომერი და პროდუქტი. ფოტო დაზიანების გარკვევაში დაგვეხმარება, თუმცა ჩვეულებრივი უარისთვის სავალდებულო არ არის.
გაგზავნამდე დააზუსტე დაბრუნების მისამართი და გზა. შეძლებისდაგვარად შეინარჩუნე კომპლექტაცია და შეფუთვა; ეს არ ზღუდავს კანონიერ უფლებებს.
შეინახე მიმოწერა და გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეკვეთის ნომერი მიმართვის მოძიებას გაამარტივებს.
საქონელი დააბრუნე შეტყობინებიდან 7 კალენდარულ დღეში, თუ Elvix თავად არ იბარებს. ანაზღაურება — შეტყობინებიდან 14 დღემდე, სტანდარტული მიწოდების ჩათვლით; შესაძლებელია საქონლის ან გაგზავნის დასტურის დალოდება.
ჩვეულებრივი უარისას — მომხმარებელი, თუ ეს წინასწარ ეცნობა და სხვა რამ არ შეთანხმებულა. ნაკლის კანონიერად აღმოფხვრის ხარჯს მოვაჭრე ფარავს.
გამონაკლისებს განსაზღვრავს კანონის მე-14 მუხლი, მაგალითად ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან გახსნილი დალუქული ჰიგიენური საქონელი. ნაკლის შემთხვევაში უფლებები ცალკე მოქმედებს; 14-დღიანი უარი მათ არ ანაცვლებს.
Elvix-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა · 15 ოქტომბერი, 2026
სახელს, ტელეფონს, ქალაქს, მისამართს, შეკვეთის შემადგენლობას და ისტორიას. ანგარიშის შექმნისას — შესვლის მონაცემებს; ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად — ტექნიკურ ინფორმაციას.
შეკვეთის, მიწოდების, შენთან დაკავშირების, ანგარიშის მომსახურების, დაბრუნებისა და სერვისის დაცვისთვის. შეძენის ეტაპების ანალიტიკა იყენებს სესიის იდენტიფიკატორს, პროდუქტებს და სარეკლამო ბმულის ნიშნულებს.
შეკვეთისთვის საჭირო მონაცემები გადაეცემა Elvix Panel-ს და მიწოდების სამსახურებს. ჰოსტინგი მონაცემებს ამუშავებს საიტის მუშაობისთვის; SMS-დადასტურებისას ნომერი გადაეცემა verify.ge-ს.
ბრაუზერში ინახება ენა, კალათა და შევსებული ველები. მონახაზის აღდგენა შესაძლებელია 30 დღემდე. ტექნიკური cookie ინახავს შესვლისა და თამაშის მდგომარეობას. საერთო მოწყობილობაზე გაასუფთავე საიტის მონაცემები.
შეკვეთის მონაცემები ინახება შესრულების, მიმართვებისა და კანონიერი ვალდებულებებისთვის. შეგიძლია მოითხოვო წვდომა, შესწორება ან წაშლა; თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავებისას — თანხმობის გაწვევა. მიმართე ოპერატორს; გათვალისწინებული იქნება შენახვის სავალდებულო ვადები.
ოპერატორთან დაკავშირებისას მიუთითე დადასტურებაში მოცემული ELX ნომერი. არ გააზიარო პაროლი ან SMS-კოდი.